სასჯელაღსრულების უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია, რომელიც ამჯერად უცხოეთში იმყოფება, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ პირადი შინაარსის ფარულ ვიდეოკადრების გავრცელებას ეხება. კორძაია, რომელიც, მიუხედავად იმისა, თავის დროზე თავად იყო დაპირისპირებული ეკა ბესელიასთან აცხადებს, რომ ეს არის ბრძოლის ბინძური მეთოდი და თუკი გვინდა საზოგადოება გვერქვას, შეუძლებელია ამის მოთმენა და უპასუხოდა დატოვება.
“მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელიას გულწრფელობის მე არ მჯერა, უნდა ითქვას, რომ მის მიმართ ბრძოლის ყველაზე ბინძური მეთოდი ცხადყოფს, რომ ფარული ჩანაწერებით ოპონენტების მოშორება მხოლოდ ღარიბაშვილის (კახური) კლანისთვის დამახასიათებელი არ არის. ოცნების განუმეორებელი ხელწერაა. ცხადია, სტალინის არ იყოს, ბატონმა ბიძინამაც არაფერი არ იცის. ბოდიში ხალხო, მაგრამ, მართლა გულის ამრევია ეს ყველაფერი. თუ გვინდა საზოგადოება (ადამიანები) გვერქვას ოდნავ მაინც, შეუძლებელია ამის მოთმენა და უპასუხოდა დატოვება” – აცხადებს კორძაია.
შეგახასენებთ, დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს.