მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ბავშვი მენატრება… თორნიკე მინდა… მტერს არ ვუსურვებ ბავშვის დასაფლავებას… დღეს საფლავზე ისე ყინავდა…. ისე ციოდა… რა უნდა ჩემ თოკოს მიწაში… ბავშვს მე ვერ ვუშველე. სულ ვადანაშაულებ ჩემს თავს – რატომ მეძინა იმ ღამეს, რატომ?… სულ ომი მაქვს ღმერთთან აზრებში. პატარები არ უნდა იღუპებოდნენ და უნდა ცოცხლობდნენ…. უნდა დაუშვას ღმერთმა გამონაკლისები, სასწაულები და ტრაგედიის დროს ბავშვები ზებუნებრივად დაიცვას! უნდა დაიცვას და არ უყუროს ზეციდან მათ სიკვდილს. აი ამიტომ, სულ ჭიდილი მაქვს მაღლა ცაში, უფალთან!” – წერს ლანა პაპიძე.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.