საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში ვიზიტს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.
პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება და როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
„21-23 იანვარს გაიმართა სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა ლევან ჩხაიძე, ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, ბრიფინგი გადაგვედო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.