ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობი-გუდაურის (ფოსტა) გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები”, – ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.

იტვირთბა....