ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობი: მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ

“მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ, მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვფიქრობ, -ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს აფხაზეთი. პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, ჯარებიც ჰყავს იქ და დააწერინა და მიიერთა. მერე ჩვენთან ვინც არიან რას იტყვიან? ვინც ემხრობიან იმას [ავტოკეფალიას] რას იტყვიან, მაინც წაგვართმევდაო, კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვფიქრობ”, — განუცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....