“რუსთვი 2”-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “რუსთვი2” იუწყება, დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს