ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან გარევაჭრობა განახლდა. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ.
მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ ვაჭრობის გაგრძელება გადაწყვიტეს.
ჯვრის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე გარემოვაჭრეებს დახლების ასალაგებლად სამდღიანი ვადა მისცეს, რომელიც ხვალ იწურება. არქმინადრიტ კონსტანტინეს თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს, რის შემდეგაც, მოვაჭრეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაც მოუწევთ.