ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქუთაისში ერთადერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო და ისიც დაიკეტა” – წულაია

გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას ანტისანიტარიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. წულაიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს წინ აქცია გამართა.

გოგი წულაიამ ქალაქის მერს უყურადღებო და უუნარო უწოდა.

„ქალაქში არსებული ერთადერთი ტუალეტი დაიკეტა. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში არის ანტისანიტარია და დგას შარდის სუნი. მერის ფანჯრების წინ ადამიანები ქუჩაში ისაქმებენ და მერი ამას მშვიდად უყურებს” – განაცხადა წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ ტუალეტი რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ გაუმართაობის გამო, დაიკეტა.

იტვირთბა....