ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს

ევროპის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის სახელით, მამაო მიუგზავნეს. როგორც On.ge წერს, დათუნაშვილმა აღნიშნული კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტი, თამაზ (გეგა) გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შემდეგ გააკეთა.

“მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა”, — განაცხადა დათუნაშვილმა და დასძინა, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებს.

“დროის პროცესია. მე ვიცი, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. სიმართლე იზეიმებს”, — განაცხადა დათუნაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეს, გუშინ, 24 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, გეგეშიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები “შაბათის კურიერმა” გაასაჯაროვა.

იტვირთბა....