ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას  შემთხვევებმა იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას  შემთხვევებმა იმატა. ექიმი ინფექციონისტის, მარინა ქილორავას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34-მა პაციენტმა მიმართა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი, 95-მა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მისივე თქმით,  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად წითელას ვირუსზე სტაციონარულ მკურნალობას რვა ადამიანი გადის.

„თითქმის ყოველდღიურად ინფექციური საავადმყოფო წითელას დიაგნოზით საშუალოდ, რვიდან ათამდე პაციენტს იღებს. მათ გართულებები არ აღენიშნებათ. აქედან გამომდინარე, სტაციონარულ მკურნალობას მხოლოდ გამონაკლისები გადიან. რაც შეეხება აცრებს, საავადმყოფო ვაქცინებით ​მომარაგებულია და შესაბამისად, კეთდება აცრებიც“,-აღნიშნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ქილორავამ.

იტვირთბა....