“პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ რუსთავი მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლეობა სცადა, სასჯელაღსრულების სპეციალურმა სამსახურმა “მეტორონომთან” საუბარში დეზინფორმაცია უწოდა.
“გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა. ეს არის დეზინფორმაცია” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბარში სასჯელაღსრულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, რუსუდან უშიკიშვილმა.