ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ ჰომოსექსუალი ხართ, ქვეყანაში თქვენი ადგილი არ არის” – ნიგერიელი მაღალჩინოსანი პოლიციელის გაფრთხილება

CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნიგერიის პოლიციის მაღალჩინოსანმა ქვეყანაში მცხოვრები ჰომოსექსუალები გააფრთხილა – დატოვონ ქვეყანა ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

პოლიციის მაღალჩინოსანმა დოლაპო ბადმოსმა აღნიშნული ინფორმაცია Instagram- ზე გამოაქვეყნა.

“თუ თქვენ ჰომოსექსუალი ხართ, ქვეყანაში თქვენთვის ადგილი არ არის”, – წერს ბადმოსი.
CNN-ის ცნობით, ერთნაირსქესიან ურთიერთობაში ბრალდებულ პირებს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნული კანონი გააკრიტიკეს.

იტვირთბა....