ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ დათუნაშვილი: მე ასეთი ოჯახის არ მწამს

„მე ისეთი ოჯახის არ მწამს, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, იმის გვერდით არ დგახარ, შემდეგ კი მეორე ოჯახის წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს გაუჭირდება და იმის გვერდით დადგები. მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავების შემდეგ, მისი მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციას ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი.

“პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, მივიდეს და თავში რაღაც ჩაგარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც”, – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა და დასძინა, არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ის 22 იანვარს დაკითხვის შედეგ დააკავეს.

11 იანვარს სპორტის სასახლეში ზურაბ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა რომელშიც აღნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

იტვირთბა....