ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება

დღეიდან, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა

დღეიდან, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა  მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული წესი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდება. შესაბამისი ცვლილება 2018 წლის ბოლოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა და დღეიდან ამოქმედდა. მანამდე ლარში გასაცემი სესხის ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებით დაწესდა გამონაკლისები. კერძოდ, ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე შეეძლებათ.

იტვირთბა....