ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლუკა კურტანიძე: გეგაც ის ადამიანია, ვინც ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს

”მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, გეგაც ის ადამიანია, ვინც ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არავის არ ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში”, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

“ზურა და გიორგი არიან ჩემი მეგობრები, და ნეიტრალურ ადამიანს რომელსაც უნდა სიტუაციის მოგვარება, მათ შორის ურთიერთობის დარეგულირება, იმ ადამიანად მიგულეთ. მე ჯერ ზურა არ მინახავს აუცილებლად შევხვდები, გავიგებ მის აზრს, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ შერიგება მოხდეს და ეს იყო ერთიანი ოჯახის ისევ”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები “შაბათის კურიერმა” გაასაჯაროვა.

იტვირთბა....