ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსების მძღოლებს ფორმას შეუკერავენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც ახალი ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შეუკერავენ.

,,ეტაპობრივად ახალი ავტობუსები შემოგვივა. ჩემთვის მნიშვნელოვანია,მძღოლებისთვის  ევკეროთ სპეციალური ფორმები, ეს შეიძლება იყოს პერანგი, ჰალსტუხი, რომ სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. ჩემი დავალებაა, ამაზე მუშაობა დაიწყოთ,”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თებერვალში თბილისში 90 ერთეული ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა.

იტვირთბა....