ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავებას ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ეხმაურება. .
თავად სპორტსმენი ამბობს, რომ მას არავის დაკავების სურვილი არ ჰქონია. დათუნაშვილის თქმით, ის მხოლოდ გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვდა, რადგან, მისი აზრით, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც სპორტსმენზე ხელს აწევს, თანამდებობაზე აღარ უნდა იყოს.
ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია გჯეროდეს ერთიანობის, გუნდურობის, მაშინ, როდესაც ოჯახიდან ერთ წევრს გარიყავენ, მეორეს კი მიემხრობიან მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალაუფლება გააჩნია.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები “შაბათის კურიერმა” გაასაჯაროვა.