ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლადო ხინჩეგაშვილი: ჭიდაობაც ძალადობაა (ვიდეო)

“ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ, ძალის გამოყენების გარეშე მე იმას ქულას ვერ ავუღებ”, — ამის შესახებ მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა ​ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ხდება, გაუგებრობაა და ეს რაც მალე მორჩება, სპორტისთვის უკეთესი იქნება. შეგახსენებთ, ​11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა.

როგორც “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ-გეგა-გეგეშიძემ ჩაარტყა. გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს.

იტვირთბა....