ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

20 000 ნიგერიელი გოგონა პროსტიტუციის მიზნით გაყიდეს

ნიგერიის ტრეფიკინგთან ბრძოლის სააგენტოს ინფორმაციით, ნიგერიიდან 20 000-მდე გოგონა პროსტიტუციის მიზნით მალიში გაყიდეს და სასტუმროებსა და ღამის კლუბებში აიძულებდნენ მუშაობას.

როგორც CNN-ი წერს, გოგონების უმრავლესობას ჰპირდებოდნენ, რომ მალაიზიაში ხუთვარსკვლავიან რესტორანში დაასაქმებდნენ, თუმცა მოტყუებით, მალიში აღმოჩნდნენ, მათი დიდი ნაწილი, სექს-მონად იყო გაყიდული.

ტრეფიკინგთან ბრძოლის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ნიგერიაში სახლებში დასაბრუნებლად.

 

იტვირთბა....