“პირველ რიგში, უნდა გადავამოწმო, სინამდვილეში რა განცხადება გააკეთა საფრანგეთის ელჩმა, რადგან არ მსურს კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ეს სახიფათო საკითხია. არა მარტო ახლა, არამედ ყოველთვის. ჩვენ განვიხილეთ სავიზო საკითხი. მინდა გითხრათ ევროკომისიის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან ჩვენ ვინარჩუნებთ უვიზო რეჟიმს. დროდადრო ვამოწმებთ იზრდება თუ არა ციფრები. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არ იზრდება და პროცესი კონტროლს ექვემდებარება”
ჟან-კლოდ იუნკერი
ევროკომისიის პრეზიდენტი