“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის ლევან მურუსიძის მიერ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მიცემულ განცხადებას ეხმაურება. ინაშვილის განცხადებით, მურუსიძე გასასამართლებელია.
“მურუსიძე კომიკურად ცდილობს, რომ უსამართლო მოსამართლეების მიმართ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებული მკაცრი პროტესტი დააკნინოს და დააკავშიროს ნაცმოძრაობის ვიწროპარტიულ ინტერესთან! ვეუბნები მურუსიძეებს: თქვენ ხართ სწორედ ნაცმოძრაობის პროდუქტი! დღეს მოდიფიცირდით და შეიკარით, როგორც კლანი! თქვენ ხართ რეჟიმის მოსამართლეები! და ნებისმიერ სისტემაში დარჩებით სისტემის მოსამართლეებად! თქვენ არა მარტო არ გენდობათ ხალხი, არამედ ნაცმოძრაობის დამნაშავე ლიდერებთან ერთად ხართ გასასამართლებელნი, როგორც თავის დროზე ნიურნბერგზე გაასამართლეს სისტემის მოსამართლეები! და ამ ხელისუფლების პირობებში, ცხადია, ეს არ მოხდება, მაგრამ სხვა ხელისუფლება აუცილებლად დააყენებს თქვენნაირების პასუხისმგებლობის საკითხს. ვიმეორებ: თქვენი სახე თქვენსავე გამოტანილი, მკვლელი განაჩენებია. თქვენნაირებისგან მართლმსაჯულება უნდა გათავისუფლდეს!
ლევან მურუსიძის განცხადებით, მისი მოხუცი მშობლები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან და განიცდიან. ამავდროულად, ლევან მურუსიძის უკანონო, უსამართლო განაჩენებმა სულიერად მოკლა სულხან მოლაშვილის და სანდრო გირგვლიანის მშობლები. საკუთარი მშობლები ებრალება, ვინც გაწირა, იმ მსხვერპლთა მშობლები- არა! მოსამართლის სახე, მოსამართლის იმიჯი, მოსამართლის მორალური კაპიტალი,- ეს არის მის მიერ გამოტანილი განაჩენები. მურუსიძის განაჩენები,- ესაა სიკვდილის განაჩენები, ამიტომაც ეს თავხედი, ეს ცინიკოსი აუცილებლად წავა სისტემიდან!”, – წერს ინაშვილი.
ამ თემაზე ლევან მურუსიძე