რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდონით იუწყება, რომ მურმანსკის ოლქში ბომბდამშენმა ტუ-22მ3-მა კატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო ცენტრში განათავსეს.
გავრცელებული ცნობით, ბომბდამშენმა ავიაკატასტროფა აეროდრომზე დაჯდომის დროს, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე განიცადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბომბდამშენის ეკიპაჟი როგორც წესი, ოთხ ადამიანს შეადგენს. მათ შორის არიან მეთაური, მეთაურის დამხმარე, შტურმანი და ოპერატორი.