საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ნაცემი სპორტსმენის დაკითხვა დაასრულა. ზურაბ დათუნაშვილმა ჩვენება გამოძიებას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
მან სამართალდამცველებს ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა.
„ერთ -ერთი მოჭიდავის უკან ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის წასვლა არც მეორესი. გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ როგორ უნდა მომხდარიყო. რაც სიმართლე იყო მე ის დავაფიქსირე მაგის შემდეგ დაიწყო ეს. ჩხუბამდე არ მისულა. მე დავტოვე მაგის შემდეგ შეკრება. მას შემდეგ მე წამოვედი ნაკრებიდან . შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ეს თხოვნა დავბრუნდი მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა ეს ყველამ ნახეთ და მგონია რომ უნდა დასრულდეს“ – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ მისი მოთხოვნა ვინმეს დაკავება არ არის. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, გეგა გეგეშიძემ უნდა დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით, სამართალდამცველებმა, “შაბათის კურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყეს, სადაც ჩანდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელკეტით შეიარაღებული რეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა ზურაბ დათუნაშვილს.