რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი წლის გოგონა მოიწამლა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შემთხვევა მე-20 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მოცემულ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.