ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ჰესების დემონტაჟი უნდა მოხდეს”

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრების, ბენო თოდუა  ჰესების მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას მათ წიააღმდეგ, ვინც ჩართულია ჰესების მშენებლობაში, რადგან ისინი ჩადიან დანაშაულს კაცობრიობის და ბუნების წინააღმდეგ.

თოდუას თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჰესების დემონტაჟი უნდა მოხდეს. ბენო თოდუას მტკიცებით, ჰესები გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგად დასავლეთ საქართველოში კლიმატი შეიცვალა, გაიზარდა ტენიანობა, რაც თავის მხრივ, სოკოვან და სხვა დაავადებებს იწვევს, შედეგად კი  შეუძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა.

მათ შორის დაავადებულია თხილი, აღნიშნული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არ გადის, ხდება მისი ქვეყნის შიგნით საკონდიტრო წარმოებაში გამოყენება, რაც საკვებ პროდუქტებს საფრთის შემცველად აქცევს.

“დასავლეთ საქართველოში შეუძლებელია სოფლის მეურნეობის წარმოება, მაღალმა ტენიანობამ გამოიწვია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჭრაქი, ობი, უხილავი პარაზიტები, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები, ამასთან დაკავშირებით მივმართე გურიის წარმომადგენლებს პარლამენტში, გურიის გუბერნატორს, პროკურორს, სახალხო დამცველს, ყველას ვისაც შეეძლო იოტისოდენა წვლილის შეტანა ამ საქმეში, მაგრამ არავითარი რეაგირება. ახლა მინდა ქუთაისიდან მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, იმერეთის დეპუტატებს, დაიბარონ გარემოს დაცვის მინისტრი პარლამენტში და მოსთხოვონ პასუხი, რატომ მივიდა გარემო ამ მდგომარეობამდე. მე რომ ბროშურებს მირიგებენ, როგორ ვებრძოლო ფაროსანას, რატომ თავად არ ეძებენ მიზეზს, ხომ არ არის ეს გამოწვეული იმ გიგანტი ჰესებით, რომელიც ბოლო დროს ააშენეს საქართველოში?.. 21 ახალი ჰესი მოგვევლინა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, მათ შორის, დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოს გენერალური პროკურატურა ვალდებულია აღძრას სისხლის სამართლის საქმე, როცა სახეზე გვაქვს შესაძლო დანაშაულის ნიშნები – მცენარეთა სამყაროს მასობრივი განადგურება, რასაც იწვევს გარემოზე ის ზემოქმედება, რასაც ჰესები ახდენს. ბატონ კალაძის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ჰესების მშენებლობაში, უნდა აღიძრას საქმე სს კოდექსის 409-ე მუხლით, რაც გულისხმობს მცენარეთა სამყაროს მასობრივ განადგურებას, ასევე 402-ე მუხლით – დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ. გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები არ ერიდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს კონვენციის მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას… საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3-, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, მე უფლება მაქვს ვიცხოვრო უვნებელ და სუფთა გარემოში, მილიარდერს არ აქვს ჩემი სიცოცხლის ხელყოფის უფლება! “- აცხადებს ბენო თოდუა, “ნიუორესთან” საუბრისას.

იტვირთბა....