ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში გაზით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში გაზით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ნიუპრესის” ინფორმაციით, ნიკეას ქუჩაზე 20 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად მოწამლულები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მედიასაშუალების ცნობით, სამი ადამიანი უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა იპოვეს. მოწამლულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. 10 და 17 წლის მოზარდები დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღეს გამოწერეს. მერიის ინფორმაციით, არასრულწლოვანები ქალაქის მერმა ბინაზე მოინახულა.

იტვირთბა....