დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის შესახებ ახალი რეფერენდუმი არ გაიმართება.
მისი განმარტებით, მეორე რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა თემთა პალატაში ხმების უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
მან დეპუტატებს ბრექსიტის სამოქმედო გეგმა B უკვე წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ მეიმ უარი თქვა ბრექსიტის შემდეგ, მილიონობით ევროკავშირის მოქალაქისთვის, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლებისთვის 65 ფუნტი სტერლინგს გადასახადის დაწესებაზე. მისი განმარტებით, ეს ადამიანები ე.წ. დასახლებულის/მკვიდრის სტატუსს მიიღებენ.
კანონმდებლები ევროკავშირთან შეთანხმებულ გეგმაში შესწორებების შეტანას შეძლებენ, დებატები და კენჭისყრა კი 29 იანვარს გაიმართება.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის 29 მარტს უნდა დატოვოს.