“10 საუკეთესო სასმელი ზამთარში გასათბობად” – ამ სათაურით სტატიას The Guardian აქვეყნებს. ათეულში ქართული ჭაჭაც მოხვდა.
“ჭაჭა– საქართველო
სადღეგრძელო – გაუმარჯოს
ჭაჭას პრაქტიკულად, საქართველოს ყველა სოფელში ამზადებენ, ეწვიეთ მათ და ჭიქის დაცლას დაგაძალებენ, შემდეგ კი აღმოაჩენთ, რატომ უყვართ ქართველებს ზამთრის ცივ ღამეებში მისი დალევა”, – ვკითხულობთ სტატიაში.