ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, ორჯერ უარეს ხელისუფლებას მივიღებთ” – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, მაშინ ამით მივიღებთ ორჯერ უარეს ხელისუფლებას.

მისივე თქმით, 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიდგომები არჩევნებისადმი და ამაზე ის თავად ძალიან სერიოზულად მუშაობს.

„დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ძალიან დიდი ცდუნება, რომ შენც ოპონენტი, შეიარაღდე არასწორი მეთოდებით, რომლითაც ხელისუფლება იბრძვის. ნომერ პირველი თემა არის, რომ ოპოზიციის მხარეს იყოს სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაფინანსების თემებია, ბიზნესთან ურთიერთობის, თუ ზოგადად, პოლიტიკის კეთების – აქ პირველ რიგში, მაღალი სტანდარტები უნდა შევინარჩუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, მაშინ ამით მივიღებთ ორჯერ უარეს ხელისუფლებას. ეს ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ამიტომ კარტოფილით ან ხახვით, ან დარიგებული ფულით, დაშინებით და მოტყუებით მიღებული ხმებით მოსული ხელისუფლება იქნება ორჯერ უფრო უარესი. ამიტომ ოპოზიციისთვის მორალურ თუ ზნეობრივ საფუძველში ეს არაფერს ცვლის. 2020-ში ძალიან მნიშვნელოვანია ნოუჰაუები, ანუ ახალი მიდგომები არჩევნებისადმი, ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ მეც და „შენების მოძრაობაც“. ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა ჯგუფებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. ამ თვალსაზრისით მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

იტვირთბა....