ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მეზღვაურის ოჯახს ეგვიპტის საკონსულომ უცნობი ცხედრის ფოტოები გადმოუგზავნა ამოსაცნობად.

გაუჩინარებულის დედა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს, გამორიცხავს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. მისი თქმით, მას გაუგზავნეს ფოტოები, რომ თითქოს მისი შვილის ცხედარი იპოვეს და გადამოწმების მიზნით DNM-ს სთხოვენ.

23 წლის ქართველი მეზღვაურის ბებია და ბიცოლა, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათთან კონტაქტი 2 კვირის წინ შეწყდა.

ახალგაზრდა მეზღვაურის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ და ეჭვი აქვთ, რომ ის დაპატიმრებულია.

ნინი ლაბაძე ამბობს, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაურის დედისთვის გადაგზავნილ ფოტოებზე დავით რაზმაძე არ არის ასახული.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ცოცხალია, იმედი გვაქვს, რომ ის გემიდან ჩასულია და დაკავებულია და გვჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება. უკვე ძალიან გადავიღალეთ და უკვე ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს,“ –  ამბობს ლაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური, 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა. დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ.

 

იტვირთბა....