ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! გამოვიდეთ ქუჩაში და ჩავიყვანოთ მიშა” – სააკაშვილი ემიგრანტებს

მიხეილ სააკაშვილმა  ქართველ ემიგრანტებს მოუწოსა, გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს საქართველოსკენ ბილეთი და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დაასრულოს. ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის ჩამოშორება არჩევნების გზით ვერ მოხდება და მათმა ბრძოლამ უნდა გადაინაცვლოს ქუჩებში, მოედნებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ივანიშვილის ჩამოშორებისთვის, არა 2 წელიწადში, არამედ დღეს, აი ვიწყებთ 3 საათზე და ყოველდღიურად… გამოგვივა 1 კვირაში, დავამთავროთ 1 კვირაში; გამოგვივა 1 თვეში, დავამთავროთ 1 თვეში; გამოგვივა 6 თვეში და ნუღა გადავაცილებთ იმიტომ, რომ ეს დაგიჯდებათ თქვენ ფული და ნერვები – ივანიშვილის დიდხანს ყოფნა და ჩვენ ქვეყანას დაუჯდება არსებობა, მით უმეტეს, 2 წლის შემდეგაც არაფერი არჩევნები აღარ იქნება. არჩევნები, მორჩა ეს სიმღერა, ახლა არის ღია, გახსნილი ბრძოლა. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა რა თქმა უნდა მშვიდობიანია, არეულობა და ცემა-ტყეპა მათ უნდათ. მათ ჰყავთ კუნთებიანი ზონდერები, ვიღაცა, მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები იქირავეს და… ჩვენ ტატამზე არ გავალთ. ჩვენი ბრძოლა არის მოედნები, ჩვენი ბრძოლა არის ქუჩები, ჩვენი ბრძოლა არის ყველგან, სადაც არის უსამართლობა, ჩვენი ბრძოლა არის სახელმწიფო დაწესებულებები, ჩვენი ბრძოლა არის აქ თუნდაც კონგრესმენებთან წერილების მიწერა და ჩვენი ბრძოლა არის გადამწყვეტ მომენტში ბილეთის აღება და ჩასვლა“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშილმა ემიგრანტებს მოუწოდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ის დაბრუნდეს საქართველიში.

„ივანიშვილი ორ რაღაცას გვეუბნებოდა მთელი ეს თვეები. პირველი, არ გამოხვიდეთ ქუჩაში და მეორე, არ ჩამოიყვანოთ მიშა. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა ჩვენებისაც თქვა, რომ ხოო, ხოო, ჩვენ ქუჩაში არ გამოვალთ და მიშა კი, როდესღაც სახლში უნდა დაბრუნდეს, კიი, მაგრამ… და გვეკითხა, რომ რატომ არის, რომ მუდმივად ამას იმეორებს ის?   და რახან ეშინია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, გამოვიდეთ ქუჩაში და ჩავიყვანოთ მიშა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,  ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

იტვირთბა....