“ნაციონალური მოძრაობა”, საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით მომარაგების კომპანი “ნილთან”, ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს.
„ნილთან“ კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად მერიის შიდა შემოწმების სამსახურის დასკვნა სახელდება, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, დღესვე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართავენ.
“სამწუხაროდ დედაქალაქის მერიამ 2019 წელსაც იმავე კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება, რომელზეც თავად წერს 2018 წლის 27 დეკემბერს, რომ უხარისხოდ კვებავდა 60 ათას ბავშვზე მეტს. ოფიციალურად მივმართავთ დედაქალაქის მერია, გაწყვიტოს ამ კომპანისთან ხელშეკრულება, ვამზადებთ სარჩელს, რომელსაც შევიტანთ პროკურატურაში და ახლა უკვე იქ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, ვინ არის პასუხისმგებელი 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომელსაც უხარისხო საკვებს აწვდიან ერთი წლის განმავლობაში“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღეს თბილისის მერიაში მისვლას გეგმავენ.