პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ დანაპირები პირნათლად შეასრულა და მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდა.
მისი განმარტებით, ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებში 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერა ვალი.
„სამწუხაროდ, პროექტს მიღმა დარჩა საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, მათ მოვუწოდოთ, ასეთ შემთხვევაში, თავად გაუწიონ შეღავათები მსესხებლებს ისევე, როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ ეს უკვე დააანონსა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“.