ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი: რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, მგლოვიარეა სრულიად ერი

“სამწუხაროა, როდესაც ქალაქის არჩეული მერი დიდ დიღომში აფეთქებიდან და დაზარალებულთა გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მსგავს განცხადებებს აკეთებს”, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის განცხადებას.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადების გამო კალაძეს არ უჩივლებს, თუმცა მოუწოდებს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

“ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას,  მზად არის სხვას შეაწმინდოს ხელი, გაიხსენოს ყოფილი მთავრობა და 2009 წელს მიღებული კანონი. გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის, საკუთარ ხელისუფლებას და ა.შ. კალაძის მთავარი ამოცანა არის, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას და თუ იტყვის, ამ შემთხვევაში შეუძლია გალანძღოს და აგინოს

რა დროს იუმორია, რა დროს დაცინვაა და რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, მგლოვიარეა სრულიად ერი და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება პასუხისმგებლიანი მერის პასუხს ისმენდეს.. სამწუხაროდ, ამას მოისმენს მთელი ქართველი ხალხი და ვწუხვარ, ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკველელი ინტეელექტისა და წარმომავლობის მერის გამო, რომელსაც პასუხიმგებლობა არ გააჩნია და ნებისმიერ საკითხზე შეუძლია ასე იღლიცინოს,” – განაცხადა ხაბეიშვილმა TVპირველთან საუბრისას.

“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს….” – კალაძე

იტვირთბა....