ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიღომში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება” – მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება.

სამინისტროს ცნობით, ინიციატივა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს, 18 იანვარს, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს.

“საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები,კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი”, – აცხადებს სამინისტრო.

იტვირთბა....