“როცა სახლში ჰაერი არის, ფანჯარა გამოღებულია, გაზი იწვის მშვენიერი, ცისფერი ალით”,- ამის შესახებ გაზის მეურნეობის სპეციალისტმა, სოსო სიმონიშვილმა განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია “იმედში” გაზთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრისას განმარტა, თუ გაზი წითელი ალით იწვის, ეს განგაშის სიგნალია.
“ახალ კორპუსში პროექტი უნდა იყოს ნორმების შესაბამისი, შემდეგ, კომპანიამ ისე უნდა შეასრულოს სამუშაო, რომ შეესაბამებოდეს პროექტს. ამის შესამოწმებლად ყაზტრანსგაზს სპეციალური სამსახური აქვს”, – განმარტავს სპეციალისტი. მისი თქმით, ხშირად პრობლემას ქმნის მცირე ზომის წყლის გამაცხელებელი.
“არ მახსოვს, გათბობის ქვაბის გამო რამე მოხდარიყო, ჩვეულებრივ, პრობლემებს ქმნის წყლის გამაცხელებელი და განსაკუთრებით, წყლის მცირე ზომისა გამაცხელებელი, ნიჟარის თავზე რომ კიდებენ ხოლმე, სამზარეულოში, იმისთვის, რომ ჭურჭლის გასარეცხი წყალი შეთბეს, თუმცა სამწუხაროდ, ისინი, ვისაც საშუალება არ აქვთ, ასეთს პირდაპირ აბაზანაში ათავსებენ და ეს არის თვითმკვლელობა, იმიტომ, რომ ორგვარი საფრთხე იქმნება, აფეთქების და მოწამვლისა. არა გაზით, არამედ გაზის წვის პროდუქტებით. როცა ფანჯარა გამოღებულია, ჰაერი არის, მაშინ გაზი იწვის მშვენიერი, ცისფერი ალით, არაფერს აშავებს. საახალწლოდ ყველა გაზი გიზგიზებს და არაფერი ხდება, იმიტომ. რომ იქ ცისფერი ალი იწვის, მაგრამ თუ ყველაფერი დახურულია, გაზიც და ადამაიენებიც ერთი და იგივე ჟანგბადით სუნთქავენ, თავი გვტკივდება, ,მთქნარება აგვიტყდება ხოლმე… ეს გაზზე აისახება იმით, რომ ალი ხდება მოწითალო, რაც ნიშნავს, რომ იქ მხუთავი გაზი წარმოიქმნება, რაც არის სასიკვდილო, წითელი ალი განგაშია”, – განაცხადა სოსო სიმონიშვილმა და დასძინა, რომ სარკმელი ყველაფრის პრევენციაა.
“სამზარეულოს აქვს სარკმელი და გამწოვი, ვენტილაცია ხდება, ჰაერი შედის და გამოდის, აბაზანაში ხურავ ყველაფერს, ანთებ გაზს და ცხადია, მოიწამლები, 15 წუთში გამოიყოფა მხუთავი გაზი, ამიტომაც, აბაზანაში ჩაწოლილი ხალხი დაიხოცა ადრე. სარკმელი არის ყველაფრის პრევენცია, თუ სარკმელი მუდმივად ღიაა და არ გაქვთ ჰერმენტულად დახურული ოთახები, მაშინ არაფერი გემუქრებათ, რამდენიც უნდა გაჟონოს და რამდენი ქურაც არ უდნა აანთოთ. შეიძლება შეუძლოდ იგრძნოთ თავი გაჟონვისას, მაგრამ სიკვდილი გამორიცხულია”, – განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.
“თბილიში, ზოგიერთ ადგილას, გაზის გაჟონვის ალბათობა ძალიან მაღალია”