ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი შეინარჩუნა – მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხმა 306-მა დეპუტატმა მისცა, 325-კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.
კენჭისყრა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ინიციატივით, მას შემდეგ გაიმართა, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის მიერ, ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა არ დაამტკიცა. გეგმის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სპეციალურად განსაზღვრული პირობებით, 29 მარტს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი.
ბრექსიტის სათადარიგო დოკუმენტს, ბრიტანეთის პარლამენტი კენჭს 29 იანვარს უყრის, მთავრობა სათადარიგო გეგმასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ნიშნავს. რეფერენდუმი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ 2016 წელს ჩატარდა. მას მოსახლეობის 51.9 პროცენტმა მისცა ხმა.