“ნაციონალური მოძრაობა” გუშინ, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ემხაურება, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.
საკრებულო დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლე კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს ეწირება.
მისი თქმით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიაში ბრალი ყველა იმ პირს მიუძღვის ვინც პასუხისმგებელია დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
“ადამიანის სიცოცხლეს ასე მარტივად არ უნდა უყურებდეს მათ შორის სახელმწიფო, სანამ ექსპლოატაციაში არ შევა კორპუსი წარმოუდგენელია სხვა სამუშაოები გაწერო. როცა პრობლემა აქვს კორპუსს და ამიტომ არ შედის ექსპლოატაციაში გაზი რატომ უნდა იყოს იქ?
ბიზნესინტერესებს ეწირება ნამდვილად, ყაზტრანსგაზი ერთ წუთს არ გაპატიებთ თუ არ გადაიხდით. თუმცა როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტყობინება შევიდა, მოდის ყაზტრანსგაზის თანამშრომელი და ამბობს, რომ ნუპანიკობთ არაფერი ხდება, შემდეგ მიდის და ასეთი ტრაგედია ხდება – სერიოზული პრობლემაა. მათ შორი სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად ვიცით ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით,რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა მთელი მენეჯმენტი გადაიბარა კახი კალაძემ. ვიღაცეები მილიონებს შოულობენ, შემდეგ ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და ამაზე მხრებს იჩეჩავენ, რა თქმა უნდა, სწორი არ არის,“-ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.
თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა.