ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაგრძნობას უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....