ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქების შემდეგ “სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

იაშვილის ეზოში მდებარე შპს “სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განუცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

„წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილას, გამთენიისას დასჭირდა სისხლის გადასხმა. საუბარია, იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ბავშვზე. „იმედის კლინიკაში“ მოთავსებული ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე სისხლი მასაც გადაუსხეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას – სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა“, – აცხადებენ შპს „სისხლის ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....