ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა” – მერია

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში, კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა.

როგორც პირველ არხს მერიაში განუცხადეს, ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება.

„2009 წლამდე კორპუსში, რომელიც ექსპულატაციაში არ იყო მიღებული, ცხოვრება სამართალდარღვევად ითვლებოდა, თუმცა კანონი შეიცვალა და ეს კანონდარღვევად აღარ ითვლება“, – განაცხადეს მერიაში.

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფს“, რომელმაც კორპუსი ააშენა, ექსპულატაციაში მიღების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....