ამ წუთებში, დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, გუშინ, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საკითხზე, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლები გუშინაც დაიკითხნენ.
როგორც აფეთქების შემდეგ გახდა ცნობილი, აფეთქებამდე კორპუსის მცხოვრებლებმა სწორედ ყასტრანგაზის თანამშრომლები გამოიძახეს, რათა გაერკვიათ, რატომ იყო გაზის სუნი, თუმცა მატ გაჟონვის კერას ვერ მიაგნეს.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ჰყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად დაშავებულთა ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.