ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქების შემდეგ, შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხმძიმე, ღუდუშაურის კლინიკას დაუავშირდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, დაზარალებულები რამდენიმე კლინიკაში გადაიყვანეს.

შუახნის მამაკაცი და ქალი ღუდუშაურის კლინიკაში იყვნენ მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ისიმი დღეს დილით გაწერეს საავადმყოფოდან.

თუმცა ერთ-ერთმა ქალბატონმა რომელიც არის ორსულად გამთენიისას მიმართლა ღუდუშაურის კლინიკას, მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და არის შოკურ მდგომარეობაში. ის ამ დრომდე რჩება კლინიკაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....