ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილას, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს 

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. ისინი შეისწავლიან ვითარებას და დაადგენენ, ვარგისია თუ არა კორპუსი საცხოვრებლად და შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამედიცინო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ჰყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  

აფეთქების შედეგად დაშავებულთა ნაწილი კლინიკიდან  უკვე გაწერეს. 

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

იტვირთბა....