ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა ფაჩულია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ადამიანების გამო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დღეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ! დაგვიკავშირდით – 595 225595“- ნათქვამია ზაზა ფაჩულიას აკადემიის მიერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

იტვირთბა....