ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების თემის კომენტირებისას განაცხადა.

საბანაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს დღის განმავლობაში.

„მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად,“ – განაცხადა საბანაძემ.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. არიან დაშვებულებიც.

იტვირთბა....