ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთში ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა – დღეს კი თემთა პალატაში პრემიერმინისტრის ბედს გადაწყვეტენ და ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან.

აღსანიშნავია, რომ გეგმას, რომელიც ევროკავშირთან იყო შეთანხმებული, მხოლოდ 202-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 432-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ტერეზა მეის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ​წამოიწყო.

BBC-ის ცნობით, კონსერვატორებისა და ლეიბორისტების რეიტინგები დაახლოებით ერთ ნიშნულზე მერყეობს. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, კონსერვატორები ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება.

ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ნიშნავს. რეფერენდუმი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ 2016 წელს ჩატარდა. მას მოსახლეობის 51.9 პროცენტმა მისცა ხმა.

იტვირთბა....