ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, H1N1-ის მსუბუქი და მძიმე შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის სიმპტომით სამედიცინო დაწესებულებებს 956-მა პაციენტმა მიმართა. მისივე თქმით, ეს მონაცემი წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია.
,,კახეთში ყველაზე მეტი შემთხვევები გურჯაანსა და თელავში დაფიქსირდა, რადგან აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე სხვაგან. რეგიონის მასშტაბით 300-ზე მეტი იყო მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა. ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რადგან ახმეტაში მცხოვრები პაციენტები ძირითადად თელავში მოდიან. დედოფლისწყაროში გვაქვს 28 შემთხვევა, საგარჯოში კი 86. დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც ცოტაა შემთხვევები. კახეთის რეგიონში მძიმე და მსუბუქი შემთხვევები ერთად 1000-ზე მეტია’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, პრეპარატ ,,ტამიფლუს“ გაცემის ყველაზე მეტი ფაქტი ლაგოდეხსა და თელავში დაფიქსირდა.
,,ბოლო ორი დღის მონაცემევბით: კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრებში გადანაწილებული გვაქვს 3 248 ერთეული ,,ტამიფლუ“, საიდანაც გაცემულია 146 ცალი. ახმეტაში გაიცა 6 ერთეული, გურჯაანში -14, დედოფლისწყაროში – 5, თელავში – 59, ლაგოდეხში – 30, საგარეჯოში – 19, სიღნაღში – 1 და ყვარელში – 12″, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

knews.ge

 

იტვირთბა....