aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გედევან ფოფხაძე: არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია 

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ჯვრის მონასტრის დროებით დახურვის საკითხს ეხმიანება. ფოფხაძის თქმით, არ მოსწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის.

მისივე თქმით, ეკლესიის წინამძღოლის გადასაწყვეტია, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, როგორ მოიქცევიან.

„არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის. იმ ადამიანებისაც მესმის, რომ სამუშაო ადგილებიც აქვთ და მათი ინტერესები გასათვალისწინებელია, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება და არ მგონია, ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. სასულიერო სივრცეში, ეკლესია-მონასტრებში ვაჭრობა მხოლოდ საეკლესიო ატრიბუტუკით ხდება, სანთლით და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა – სხვაა. ჯვრის მონასტერში მლოცველები იმ მიზნით მიდიან, რომ წარსულს ეზიარონ და ღვთისმსახურებას დაესწრონ“, – განაცხადა ფოფხაძემ. შეგახსენებთ, ტაძარი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, ორი დღე დაკეტილი იყო.

 

იტვირთბა....