“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
ბესელიას თქმით, მოძღვარი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს.
“1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია. რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა… უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია კანონი ირღვევა , გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი ვისი ინტერესია რომ რეაგირება არ ხდება… მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ , გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება -ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი ,ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა”, – წერს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერის კარი, რამდენიმე დღე, დაკეტილი იყო.